სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ჩარიცხოთ თანხა მასწავლებელთა გამოცდებზე - დეტალური ინსტრუქცია
01-05-2026
-
+


მასწავლებლის და მასწავლებლობის მსურველებისთვის გამოცდებზე რეგისტრაცია 6 მაისის 18:00 საათამდეა შესაძლებელი. თუმცა აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მინიმუმ ერთი საგნის საფასური 4 მაისის 18:00 საათამდე უნდა გადაიხადონ. 

გამოცდაზე გასვლა ფასიანია და რეგისტრაციისთვის აპლიკანტებმა უნდა გადაიხადონ თანხა. ერთი გამოცდის თანხა შეადგენს 50 ლარს.

გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით. 

ინსტრუქცია:

„საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge-ზე თანხის გადახდისას: პირად გვერდზე შესვლის შემდეგ აირჩიეთ ბმული „გადახდა“, შემდეგ - "განათლება" და  გახსენით ბანერი „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“. თანმიმდევრობით შეავსეთ შესაბამისი ველები, დააჭირეთ ღილაკს "შემდეგ", ბოლოს კი ღილაკს -  „გადახდა“.

bogpay.ge -ს მთავარ გვერდზე გადასვლის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს - „მეტი“ და შემდეგ აირჩიეთ ჩამონათვალიდან „განათლება“. გახსენით ბანერი „გამოცდების ეროვნული ცენტრი“, შეიყვანეთ შესაბამის ველში პირადი ნომერი, აირჩიეთ სერვისი და ჩაწერეთ გადასახდელი თანხა. დააჭირეთ ღილაკს „გადახდა“. ამის შემდეგ შეასრულეთ ბარათით გადახდის სტანდარტული პროცედურები. 

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო - ყველა დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება