სიახლეები
სიახლეები

საქართველოში გაცემული დიპლომები და მინიჭებული კვალიფიკაციები ევროპაში იქნება აღიარებული
03-05-2019
-
+


ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ENQA-ს წევრი ხდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრს ცნობით, ENQA-ში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:

  • საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში;
  • საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს;
  • უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან;
  • სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას;
  • ცენტრის რეგისტრირებას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად დაუახლოვდეს „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს“. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული მექანიზმებისა და სტანდარტების დანერგვა.

ეს ამოცანა უკვე შესრულდა და საქართველოში დღეს მოქმედებს „ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ (ESG-2015) ჰარმონიზებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები. განახლებული სტანდარტები და პროცედურები კომპლექსურ და სიღრმისეულ შეფასუზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ებას, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას, უწყვეტ განვითარებას, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას“,-ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო.

დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სპეცმასწავლებლების შესახებ განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა - ვინ ეხება ვადები

სამინისტრო მოსწავლეებს ახალ პროგრამას შესთავაზებს - რა ცვლილებები იგეგმება სკოლებში და როდიდან

„ხელები შორს ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან... მიზანი არის კონტროლი“ - თსუ-ს, სტუს-ს პროფესორები გაერთიანების გადაწყვეტიელბას ეხმაურებიან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

ლილე ძიუდოში ემზადება ლაშა ბექაურის სახელობის სპორტულ დარბაზში, სადაც მას ამზადებენ მწვრთნელები: კახა წიკლაური და ტარიელ ბექაური

აქტივობამ ხელი შეუწყო ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და მეგობრული გარემოს შექმნას

სკოლა ამაყობს ასეთი მოსწავლით და მომავალშიც ხელს შეუწყობს მისი შესაძლებლობების განვითარებასა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას

„აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო ბავშვებში ემპათიის უნარის განვითარებას და მეგობრული გარემოს შექმნას“

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება