TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

ექსპერტთა კომისია გოგებაშვილის მეთოდზე დაფუძნებულ „დედა ენის“ სახელმძღვანელოს შეიმუშავებს - პარლამენტმა კანონი მიიღო
25-04-2019
-
+


„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც სკოლებში „იაკობ გოგებაშვილის მეთოდზე დაფუძნებული „დედა ენის“ შეტანას შეუწყობს ხელს“, აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-სთან ინიციატივის ავტორის, პარლამენტის წევრის ზაზა გაბუნიას საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა დაადასტურა.

ცვლილების ინიციატორები პარლამენტის წევრები მარიამ ჯაში და ზაზა გაბუნია არიან. ავტორების განმარტებით, კანონში შესული ცვლილებების მიზანია, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ,,დედა ენა“- ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი - საკანონმდებლო დონეზე დაცვა და სასწავლო პროცესში მისი გამოყენებისათვის სამართლებრივი საფუძველის შექმნა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2 თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას სპეციალიზირებული კომისია, რომლის მიზანიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე სახელმძღვანელოს/სერიას შემუშავება და მისი გრიფირებისთვის წარდგენა იქნება.

ცვლილების მიხედვით, შესაბამისი დარგის ექსპერტებისაგან, სპეციალისტებისაგან, განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირებისაგან იქმნება სპეციალიზებული კომისია, რომელიც ამ სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შეიმუშავებს სახელმძღვანელოს/სერიას და წარადგენს მას გრიფირებისათვის.

ამასთან, კომისია უფლებამოსილია დაადგინოს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე შექმნილი ალტერნატიული სახელმძღვანელოების/სერიების ზემოთ აღნიშნულ ძეგლთან შესაბამისობა.

აღსანიშნავია რომ  2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე განათლების სამინისტრომ კომისიის მიერ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  საფუძველზე შემუშავებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა უზრუნველყოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ ექსპერტთა კომისიაში წევრების რაოდენობა წინასწარი გათვლებით არ უნდა აღემატებოდეს 10, ხოლო გასაწევი ხარჯი 12 000 ლარს. ხოლო ხარჯების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება გამოყოფილი. „ეს ხარჯი ერთჯერადია, გარდა იმ შემთხვევისა თუკი სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას გადაამუშავოს წიგნი“.


კომენტარები


ეტალონი

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

სიახლეები

დამამთავრებელ კლასში ორი სახის ატესტატი იქნება - რეფორმის დეტალები

რას ნიშნავს პოზიტიური სასწავლო გარემო და რა უნარებს ავითარებს მოსწავლეებში - ინფორმაცია პედაგოგებისთვის

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

კერძო სკოლები ვალდებულნი იქნებიან, სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმძღვანელოთი ასწავლონ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

პროექტი საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებს მართლაც ზღაპრული მოგზაურობა შესთავაზა

სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა

მოსწავლეებმა თემაზე  „ოქროს შემოდგომა“ მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს

საინტერესო

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

სიახლეები
საზოგადოება