სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ჩხოროწყუ „ეტალონის“ დღესასწაულის ღირსეული მონაწილეა
04-04-2019
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები  ესწრებიან. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ სატელეფონო ჩართვით მონაწილეები გაამხნევა და ეროვნულ ჩემპიონატთან ერთად წარმატებები უსურვა.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის ჩხოროწყუს ეტალონ მოსწავლეს“, გიორგი კვარაცხელიას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ ხაბუმეს N3 საჯარო სკოლას - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.

დღევანდელ ჩემპიონატში გამარჯვებულ სკოლას მუნიციპალიტეტის მერიისგან 2000 ლარი გადაეცემა, „ეტალონი მოსწავლე“ კი ერთი დღით მერის ამპლუას მოირგებს.

პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეებს „ეტალონისა“  და „პალიტრა L-ის“ ერთობლივი საჩუქარი, წიგნები გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

განათლების სამინისტროს დაევალა - 100 ათას ლარიან დახმარებას სასულიერო აკადემია მიიღებს

სტუდენტების საყურადღებოდ - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

მაისში სკოლებისა და ბაღების დასვენების დღეები ცნობილია

პედაგოგების სახელფასო დანამატი მოსწავლის ნიშნებზე იქნება დამოკიდებული - „შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების“ გეგმა ჰიუსტონის სკოლებში

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების შემოქმედებით გზავნილებს, დარწმუნებული ვართ, სასიკეთო შედეგები ექნება“

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა დიდი მონდომებით წარმოადგინეს საყვარელი ავტორების მოთხრობები

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები

საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება