სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ არსებობა ძალზედ მნიშვნელოვანია“ - ხონში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
05-11-2018
-
+


ხონის მუნიციპალიტეტში ფუსფუსია:  1-ელ ნოემბერს ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი-ტესტირებები დაიწყო.

„ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის დასაუფლებლად მოწაფეებს საკუთარი ცოდნის დემონსტრირება   ევალებათ და ისინი ამისთვის თავბრუდამხვევ კონკურსში უკვე აქტიურად ჩაებნენ.

II ეტაპი ხონის მუნიციპალიტეტში 12 დეკემბერს გაიმართება. სამზადისში საგანმანათლებლო სექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაცაა ჩართული.

Etaloni.ge  ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ხონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია:

ტესტირებამ, როგორც ყოველთვის, ახალაც მშვიდ, ორგანიზებულ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა. ჩვენი მოსწავლეები „ეტალონს“ ყოველთვის მოუთმენლად ელიან. მათ ძალიან  უყვართ აღნიშნული პროექტი და განსაკუთრებით - გოჩა ტყეშელაშვილი. ერთი სული აქვთ ხოლმე, თუ როდის შეხვდებიან პირადად მას. ამ პროექტის არსებობა ძალზედ მნიშვნელოვანია. „ეტალონი“ მრავალმხრივ ავითარებს მოსწავლეებს და ისინი ხვდებიან, რომ ბევრი უნდა იშრომონ და იმეცადინონ, რათა სასურველი შედეგი მიიღონ. ამისთვის „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს დიდ მადლობას ვუხდით. დიდი იმედი მაქვს, რომ 2018-19 წლის „ეტალონი“ მოსწავლე ხონელი გახდება.

ხონის N4 საჯარო სკოლა, დირექტორი ნაილი ცუხიშვილი:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. ტექსტი პროგრამულ მასალასთან მისადაგებული გახლდათ. მოსწავლეებმა მაღალი მოტივაცია და დაინტერესება გამოხატეს. სულ 22 ბავშვი მონაწილეობდა. ისინი პროცესს გულისყურით მოეკიდნენ. მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რადგან მოსწავლეებს ცოდნის გადამოწმების, გამეორების საშუალებას აძლევს. მის დაწყებას ყოველთვის მოუთმენლად ველით.

ხონის N4 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლია ჯანხოთელი:

ტესტირებამ მოწესრიგებულ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით.  მოსწავლეებს განსაკუთრებით აინტერესებთ ვინ გადავა შემდეგ ეტაპზე.  პროექტი მოწაფეებს მოტივაციას უმატებს, ზოგადი განათლების განვითარების ხელშემწყობია და მხოლოდ დადებითად ვაფასებთ.

კუხის საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი ბარაბაძე:

ტესტირებამ მშვიდობიანად ჩაიარა. მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ, შედეგებიც ნორმალური იყო. „ეტალონი“ გადასარევი პროექტია და რაც უფრო ხშირად  იქნება, მხოლოდ კარგია. 

კუხის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი თამარ კიკაბიძე:

ტესტირებამ ძალიან მშვიდ, შესაფერის გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა დრო მაქსიმალურად გამოიყენეს.  23 მოსწავლიდან 5 ბავშვმა მაღალი ქულა მიიღო.  მეორე ტურის მიმართ დიდი მოლოდინი გვაქვს. რამდენიმე წლის წინ ამ პროექტში მე-2 და მე-3 ადგილი ავიღეთ, წელს კი იმედია, „ეტალონის“ ტიტულიც გვექნება. პროექტი შემეცნებითია და მისი დახმარებით მოსწავლეები დამატებით განათლებას იღებენ. „ეტალონი“ დიდ საქმეს აკეთებს.

მათხოჯის საჯარო სკოლა, დირექტორი ვლადიმერ საღარაძე:


ტესტირებამ კარგ, მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვები მას დიდი ინტერესითა და გულისყურით მოეკიდნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. პროექტი ძალიან კარგია, რადგან მისი დახმარებით ბავშვები მეტ ინფორმაციას ეძიებენ და ვითარდებიან.

მათხოჯის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნარგიზ ჩიქოვანი:

ტესტირებამ  მშვიდ გარემოში ჩაიარა. მონაწილეებმა დიდი დაინტერესება და მოტივაცია გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ ქულების გაგება ძალიან უნდოდათ. მათ მომავალ წელსაც სურთ მონაწილეობის მიღება.  მეორე ეტაპზეც აქტიურად ვუგულშემატკივრებთ. ეს პროექტი მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციას უმაღლებს, ასევე, მიზანდსახულობასა და შრომისმოყვარეობას აჩვევს.

ძეძილეთის საჯარო სკოლა, დირექტორი კახა გიორხელიძე:

ტესტირების პროცესმა ნორმალურად ჩაიარა. კარგი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეების  შემართება მაღალი იყო.  „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია და მას მხოლოდ მივესალმებით.

ძეძილეთის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მურმან ჩიხლაძე:

ტესტირებამ  ნორმალურ გარემოში ჩაიარა. 5 მონაწილე გვყავს. კარგი ქულებიც დაიწერა.  მეორე ტურისთვის ვემზადებით.  „ეტალონი“ წარმატების დასაწყისია. მოსწავლეებს თუ თავის გამოცდა სურთ, უკეთეს ადგილს ვერ ნახავენ.

გორდის საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა გელენიძე:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეები პროცესში ინტერესით ჩაერთნენ. საკმაოდ ბევრმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. რაც მთავარია დამოუკიდებლად მუშაობდნენ. კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურში მონაწილეებს ყველანაირად ვუგულშემატკივრებთ. პროექტი ნამდვილად კარგია, მისით მოსწავლეები დამატებით ცოდნას იღებენ.

 კინჩხის საჯარო სკოლა, დირექტორი მურთაზ კუხალაშვილი:

მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და სულ 8 მოსწავლე გვყავს. ტესტირებაში კი ორი ბავშვი მონაწილეობდა. კმაყოფილი ვართ მათი შედეგებით. მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვუგულშემატკივრებთ. რაც მთავარია დამოუკიდებლად მუშაობდნენ. კარგი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურში მონაწილეებს ყველანაირად ვუგულშემატკივრებთ. პროექტი უძვირფასესია, საქართველოს ფარგლებში თუ რამე კარგი კეთდება, ერთ-ერთია. მინდა ყველას წარმატება გისურვოთ.

კინჩხის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ყურაშვილი:

ტესტირებამ  ნორმალურ გარემოში ჩაიარა. კარგი ქულებიც დაიწერა. მოსწავლეებს  გამარჯვება სურთ და შემდეგ ტურში გადასვლის მოტივაცია აქვთ.  პროექტი სტიმულია მოსწავლეებისთვის, სიახლის და ცოდნის მიმცემია.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს
სკოლები
მოსწავლეებმა რეალურ ცხოვრებასთან პარალელები გაავლეს და დღევანდელ ყოფაზე საინტერესოდ იმსჯელეს
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საინტერესო რესურსებიც შექმნეს
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
სკოლაში მოსწავლეებს საქართველოს დროშები და თემატური პლაკატები ამშვენებდათ
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება