სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რიცხვი 2-ჯერ მეტია თავისუფალი ადგილების რაოდენობაზე
23-10-2018
-
+


პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთათვის ტესტირება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ჩატარდება, სწავლა კი ნოემბრის ბოლოს დაიწყება. როგორც etaloni.ge - ს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ირინა წეროძემ განუცხადა, წელს მოთხოვნადი პროფესიები შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან უფრო მეტად არის შესაბამისობაში, ვიდრე წინა წელს იყო. 

მისი თქმით, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში 5 853 ვაკანტური ადგილია გამოცხადებული, ხოლო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა კი 10 850-ია.

ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობების პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

მზარეულის სპეციალობა: რეგისტრანტთა რაოდენობა 1 359, ადგილების რაოდენობა 320;

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა: რეგისტრანტთა რაოდენობა 1 155, ადგილების რაოდენობა 367;

ვებინტერფეისის დეველოპერი: რეგისტრანტთა რაოდენობა 767, ადგილების რაოდენობა 102;

ელექტროობა: რეგისტრანტთა რაოდენობა 635, ადგილების რაოდენობა 339;

კულინარიის ხელოვნება: რეგისტრანტთა რაოდენობა 605, ადგილების რაოდენობა 108;

ბაგა – ბაღის აღმზრდელი პედაგოგი: რეგისტრანტთა რაოდენობა 540, ადგილების რაოდენობა 169;

საოფისე საქმე: რეგისტრანტთა რაოდენობა 453, ადგილების რაოდენობა 135;

ბუღალტრული აღრიცხვა: რეგისტრანტთა რაოდენობა 398, ადგილების რაოდენობა 107;

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი: რეგისტრანტთა რაოდენობა 384, ადგილების რაოდენობა 164;

საბაჟო საქმე: რეგისტრანტთა რაოდენობა 365, ადგილების რაოდენობა 53.

ირინა წეროძის ცნობით, შარშანდელთან შედარებით, ისეთმა პროფესიებმა წამოიწია წინა პლანზე, როგორიც არის ელექტროობა, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა და კულინარია.

„მოთხოვნად პროფესიებს შორის მზარეული შარშანაც პირველ ადგილზე იყო, თუმცა, პროფესიების მოთხოვნების წლევანდელი გადანაწილება გაცილებით უკეთესია. შარშან მზარეულის შემდგომ მოდიოდა ბუღალტერი, ოფისის მენეჯერი, აიტი, მკერავი. წელს ძალიან კარგია, რომ ელექტროობა და კულინარია ზევით ამოვიდა.

ძალიან პოპულარულია აიტი და ყველა კვლევა ადასტურებს, რომ შრომით ბაზარზეც ძალიან მოთხოვნადია. ტურიზმისა და კულინარიის პროგრამებიც ნამდვილად თანხვედრაშია. მერე მოდის ელექტროობა, სამშენებლო სფერო და ინჟინერია, რაც ასევე ძალიან მოთხოვნადია და ნელ-ნელა უკვე შრომით ბაზართან თანხვედრაში მოდის. ადრე თუ იყო ბუღალტერი და საოფისე მენეჯერი მოთხოვნადი, ახლა ასე აღარ არის“, - განაცხადა წეროძემ და აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების მიღების მსურველები ტესტირების პასუხებს დაახლოებით 10 ნოემბრისთვის გაიგებენ.

„ტესტირება 4 ნოემბერს ჩატარდება, დაახლოებით 5 დღეში კი აპლიკანტები თავიანთ ქულებს გაიგებენ. რის შემდგომაც მათ შეეძლებათ შეცვალონ თავიანთი არჩევანის პრიორიტეტულობა, ამის შემდგომ კი რანჟირების დოკუმენტი გამოიცემა, სადაც უკვე  ჩარიცხვების შესახებ იქნება ინფორმაცია ასახული. პროფესიულ კოლეჯებში სწავლა კი ნოემბრის ბოლოს დაიწყება“,-  განაცხადა განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა.

პროფესიული განათლების მისაღებ პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის 3-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, აბიტურიენტებს 300-მდე პროგრამაზე დარეგისტრირების შესაძლებლობა ჰქონდათ.

საქართველოში ამ ეტაპზე 39 სახელმწიფო და 44 კერძო პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება