TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

რა ბედი ეწიათ 8 დედმამიშვილს მამის დაკავების შემდეგ - „სახლი დაცლილი და ჩაკეტილია...“
28-09-2018
-
+


ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურში მცხოვრები 8 ბავშვი, რომლებსაც მშობლების გადაწყვეტილებით, სკოლაში არასდროს უვლიათ, სოციალურმა სამსახურმა დედასთან ერთად, თბილისში, თავშესაფარში გადაიყვანა.

ამის შესახებ Etaloni.ge-ს ლენტეხის რესურსცენტრის უფროსმა, ბადრი ქარდავამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დედასთან და ბავშვებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ, შემდეგ კი სახლში დააბრუნებენ.

„სამართალდამცველებმა თბილისში წაიყვანეს სპეციალურ დაწესებულებაში. 1 თვის განმავლობაში მათთან ფსიქოლოგებმა უნდა იმუშაონ. შემდეგ ალბათ, დააბრუნებენ სახლში. ოფიციალურ ინფორმაციას არ ვფლობთ“,-აღნიშნა ბადრი ქარდავამ.

მან ასევე, განაცხადა, რომ ბავშვების მამას, რომელიც იძულების მუხლით არის დაკავებული, სასჯელი ჯერ არ შეფარდებია.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის რცხმელურის საჯარო სკოლის დირექტორის, ხათუნა ტვილდიანის ცნობით, ოჯახის გადაყვანა თბილისში მიმდინარე წლის 24 აგვისტოს მოხდა.

„არაფერი არ ვიცი, ყველანი თბილისში გადაიყვანეს. მგონი, სოციალურმა სამსახურმა გადაიყვანა, მაგრამ არა ჩვენმა. მეც არ ვიმყოფებოდი ადგილზე. მოსულან სამარშრუტო ტაქსით და წაიყვანეს. ეტყობა, ოჯახი საქმის კურსში ჰყავდათ, თორემ, ისე როგორ გადაიყვანდნენ. მათთან ერთად დედამთილი რეანომობილით გადაიყვანეს - მწოლიარე იყო. ცხოველებიც კი გადაუყვანიათ. სახლი დაცლილი და ჩაკეტილია“, - განგვიცხადა ხათუნა ტვილდიანმა.

სვანეთში მყოფი ოჯახის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდა ცნობილი. ბავშვებს, მამის გადაწყვეტილებით, სკოლაში არასოდეს უვლიათ და ოჯახის წევრების გარდა, ურთიერთობა არავისთან აქვთ. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა და სოციალურმა მუშაკებმა მამა ვერ დაარწმუნეს, რომ შვილები შინაპატიმრობიდან გაეთავისუფლებინა, ამირან დევნოზაშვილი თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვისთვის დააკავეს. 

დაკავებული მამის შემდეგ სკოლასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე უარს უკვე დედაც ამბობდა.

3 ბიჭისა და 5 გოგოს სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

სიახლეები
საზოგადოება