| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცვლილება შევიდა განათლების მინისტრის ბრძანებაში, რომლის თანახმად, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცედურაზე დოკუმენტების (ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით) შეტანის უფლებამოსილება მიენიჭათ როგორც საჯარო, ისე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო ან პროფესიულ სასწავლებლებს, სადაც მოსწავლეს ან პროფესიულ სტუდენტს სურს სწავლის გაგრძელება.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ:
საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად უნდა მიმართოთ როგორც საჯარო ისე კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას (სკოლა) ან პროფესიულ დაწესებულებას ( კოლეჯი);
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მოპოვების მიზნით, თხოვნით უნდა მიმართოთ მიმღებ დაწესებულებას, რათა მათ ელექტრონულად ყველა საჭირო დოკუმენტი გადმოაგზავონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში;
თქვენ, აღარ მოგიწევთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მოსვლა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა