სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მომხდარ შესაძლო ბულინგის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
19-09-2018
-
+


ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამოეხმაურა. 

მათი ინფორმაციით, ბულინგის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. 

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეხუთე კლასის მოსწავლე მასწავლებლის მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა. 

ამის შესახებ ინფორმაცია მოსწავლის დედამ გაავრცელა. 



აღნიშნულ ფაქტს დღეს სამინისტრო გამოეხმაურა და მათი ცნობით, სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს. 

„სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, სკოლებში არაერთი ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს. 

სამინისტროს მიზანია, როგორც ძალადობის გამოვლინება ზერეაგირება, არამედ მისი პრევენცია. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწვლეზე განხორცილებული შესაძლო ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო. 

იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ მისი შვილის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება