სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უსაფრთხო ინტერნეტის დღე საგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს 
05-03-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გამორჩეული და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიის პედაგოგმა - ხათუნი ასანიძემ და „კლუბ ბიოტექნოს“ აქტიურმა წევრებმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, უსაფრთხო ინტერნეტის დღე (Safer Internet Day -SID) აღნიშნეს.

როგორც მასწავლებელი ხათუნი ასანიძე ამბობს, საგაკვეთილო პროცესში ყოველდღიურად საუბარია თემებზე - „გამოიყენე ინტერნეტი უსაფრთხოდ!“; „ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტ უსაფრთხოება“; „უსაფრთხო ინტერნეტი“ და ა.შ

თარიღთან დაკავშირებით, კლუბის წევრებმა მოსწავლეებს ანიმაციური თამაში - „მილას მოგზაურობა“ აჩვენეს, რომელიც ინტერნეტის  უსაფრთხო გამოყენების შესახებაა. ეს შეხვედრა მოსწავლეებისათვის სახალისო იყო.

გარდა ამისა, კლუბის წევრმა მოსწავლეებმა, პედაგოგის დახმარებით, ინფორმაცია ინტერნეტში მოიძიეს, დაამუშავეს, შექმნეს პრეზენტაცია და სასკოლო სივრცეში, ამ თემაზე პრეზენტაცია მოაწყვეს. გარდა ამისა, შექმნეს ბუკლეტები და ცნობიერების ამაღლების მიზნით, როგორც სასკოლო საზოგადოებაში, ასევე თემში დაარიგეს.

„ყველასათვის ცნობილია, რომ ინტერნეტი წარმოადგენს ინფორმაციის მოძიების, განათლების, სოციალიზაციისა და გართობის წყაროს როგორც მოზრდილების, ისე ბავშვებისათვის. თუმცა, როგორც ვიცით, ბავშვების მიერ მისი მოხმარება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. კვლევები გვიჩვენებს, რომ იზრდება კიბერბულინგის შემთხვევები (ინტერნეტით და საკომუნიკაციო საშუალებებით მოზარდებს შორის ძალადობა, დამცირება) და სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად აღვნიშნეთ -Safer Internet Day 2024,  რომლის მიზანია, ინფორმირებულობის დონე ამაღლდეს, რომ არსებობს პლატფორმა World Vision საქართველო, რომელიც მხარს უჭერს ონლაინ ტექნოლოგიების და მობილური ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებას“,- ამბობს ხათუნი ასანიძე. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება