სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი შემართებითა და საზეიმო განწყობით დაწყებული სასწავლო წელი დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში
28-09-2026
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება დაწყება განსაკუთრებული სიხარულითა და საზეიმო განწყობით აღნიშნა.

სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს და მშობლებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს სკოლის დირექტორმა, ირმა გიორგაძემ და ამავე სკოლის პედაგოგებმა.

ღონისძიების ერთ-ერთ გამორჩეული და ემოციური მომენტი იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის - „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლების ინიციატივა:

ნინო ლატარიამ მათემატიკისა და ჭადრაკის ვიქტორინაში აქტიური მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებებისათვის მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა წიგნები და რვეულები;

გვანცა ჯოჯუამ წიგნებით დაასაჩუქრა მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და გამარჯვებისათვის - მძლეოსნობაში, კერძოდ, სირბილსა და ბირთვის ტყორცნაში საქართველოს პირველობაზე საპრიზო ადგილების დაკავებისთვის.

მოსწავლეებმა დიდი სიხარულით მიიღეს საჩუქრები და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი სასწავლო წელი უფრო წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.

მასწავლებლების მიერ გადაცემული წიგნები ხელმოწერილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის - „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მესვეურთა მიერ.

დაბა ბედიანის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი კვლავ აქტიურად აგრძელებს ზრუნვას მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებასა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაზე.

„გისურვებთ 2026-27 სასწავლო წელი დაბა ბედიანის საჯარო სკოლის, როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლებისათვის ყოფილიყოს წარმატებული!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
„გისურვებთ, სასწავლო წელი როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლებისათვის ყოფილიყოს წარმატებული“
 
 

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება