სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დღესასწაულად ქცეული პირველი სასწავლო დღე და დირექტორის გულითადი მილოცვა - სკოლა „თამარისის“ მოსწავლეთა საგანმანათლებლო თავგადასავალი საზეიმოდ დაიწყო
28-09-2026
-
+


კერძო სკოლა „თამარისში“ ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის დირექტორი და პედაგოგები მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ელოდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად ექციათ.

სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. სასკოლო ცხოვრების დაწყება ბავშვებს მიულოცეს ანიმატორებმა, მათ ბავშვები სახალისო აქტივობებში ჩართეს და პირველი სასწავლო დღე კიდევ უფრო გაულამაზეს. 

„სკოლა „თამარისი“ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს ბედნიერ, საინტერესო და წარმატებით სავსე დღეებს, მშობლებს კი - სიმშვიდესა და სიამაყეს მათი შვილების თითოეული მიღწევით. ერთად შევქმნათ ბავშვებისთვის კიდევ ერთი თბილი და ლამაზი სასწავლო წელი!“,- ასე მიმართა სკოლის დირექტორმა ბადრი ჯაფარიძემ 15 სექტემბერს სასკოლო საზოგადოებას, მშობლებს და მოსწავლეებს, კიდევ ერთხელ მოეფერა და მოესიყვარულა თავის მოსწავლეებს, პირველკლასელებს წარმატება და სწავლის სიყვარული უსურვა, არ დავიწყებია თავისი კურსდამთავრებულების მიღწევები, რომლებმაც ასახელეს სკოლა და წარმატებით ჩააბარეს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში. 

​„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა სკოლაში თავი დაცულად იგრძნონ, ეს ის ადგილია სადაც მათ ყოველთვის დიდი სიყვარულით ველოდებით, გვახარებს თითოეული მოსწავლის წარმატება, ვამაყობთ მათით. მიხარია, რომ ჩვენი სკოლა აირჩიეთ და გვენდეთ დამერწმუნეთ ჩვენი პედაგოგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ღირსეული და განათლებული თაობა გაზარდონ. წარმატება და სიხარული იყოს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი ჩვენო საამაყო ბავშვებო!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა. 

აღსანიშნავია, რომ  კერძო სკოლა „თამარისის“ დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ. ამის ნათელი მაგალითია სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისიც. პირველი სასწავლო დღის ემოციები ბავშვებს დღემდე მოჰყვებათ. 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება