სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია
28-09-2026
-
+


კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1 ოქტომბერს დაიწყება და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კანდიდატები კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდების - KET, PET, FCE და CAE - ჩაბარებას დეკემბრის თვეში შეძლებენ.
 
მათთვის, ვინც რეგისტრაციას აღნიშნულ ვადაში ვერ გაივლის, გვიანი რეგისტრაცია 21 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბრის 16:00 საათამდე გაგრძელდება. გვიანი რეგისტრაციის საფასური დამატებით120 ლარს შეადგენს. 
 
2026 წლის დეკემბრის საგამოცდო სესიაზე კანდიდატები რეგისტრაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ონლაინ გაივლიან. კემბრიჯის მენიუში განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.
 
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აიდი ბარათი ან პასპორტი), მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. ფორმის ყველა ველი, კანდიდატის ნომრის გარდა, უნდა იყოს შევსებული. ფორმას თან უნდა ახლდეს 3X4 ზომის ერთი ფოტო, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სკოლის ან მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებლის ან დირექტორის ხელმოწერით.
 
რეგისტრაცია წარმატებით გავლილად ჩაითვლება, თუ აპლიკანტი რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან.
 
სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში აპლიკანტს რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება გამოცდის განრიგი.
 
 
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
Paper-based KET – 3 დეკემბერი
Paper-based PET - 3 დეკემბერი
Paper-based FCE – 12 დეკემბერი
Paper-based CAE – 12 დეკემბერი
 
კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

მასწავლებლებს ყოველთვიური ანგარიშის მომზადება ევალებათ - რომელ მოსწავლეებს ეხებათ ზოგადი განათლების მიღების ახალი წესი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
„გისურვებთ, სასწავლო წელი როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლებისათვის ყოფილიყოს წარმატებული“
 
 

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება