| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწვალეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყოს.
ამჯერად, მე-5 კლასის ინგლისური ენის მასწავლებელმა - ზარუჰი ჰაკობიანმა, პროფესიებზე საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა წარადგინეს მათთვის საინტერესო პროფესიები ინგლისურად, აჩვენეს თავიანთი ცოდნა სხვადასხვა აქტივობის შესრულებისას, შემდეგ კი დაამზადეს პოსტერი, სადაც ნაჩვენები იყო ამა თუ იმ სფეროში დასაქმებულის შესრულებული სამუშაო.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი შემეცნებითი, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, მათ გაიაზრეს, რომ პროფესიის არჩევა საპასუხისმგებლო საქმეა და რომ პროფესიონალიზმი აუცილებელია ნებისმიერ სფეროში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ