სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე წელსაც 11 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა
25-05-2018
-
+


„იმ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, ვინც ერთ საგანში მაინც ვერ გადალახა ზღვარი, წინა წლების მონაცემების ანალოგიურია - 11 ათასზე მეტი. ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში“, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ცენტრი ავრცელებს მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდების ძირითადი მონაცემებს:

მე-12 კლასელთაგან ზღვარი წარმატებით დაძლია:

• ქართული ენა და ლიტერატურა -98%-ზე მეტმა

• უცხოური ენა - დაახლოებით 94%-მა

• ისტორია - 97%-ზე მეტმა

• მათემატიკა - დაახლოებით 93%-მა

მონაწილეთა ჯამური მონაცემები (ასახულია იმ მოსწავლეთა მონაცემებიც, რომლებმაც წინა წლებში ვერ დაძლიეს ზღვარი რომელიმე გამოცდაში)

• ქართული ენა და ლიტერატურა - 97%-ზე მეტმა

• უცხოური ენა - დაახლოებით 88%-ზე მეტმა

• ისტორია - 96%-ზე მეტმა

• მათემატიკა - 88%-ზე მეტმა

განმეორებით გამოცდაზე გასულ მოსწავლეთაგან (2017 წელს ვერ გადალახეს ზღვარი ან ვერ გამოვიდნენ გამოცდაზე) ზღვარი წარმატებით დაძლია: 

• გეოგრაფია - დაახლოებით 91%-მა

• ბიოლოგია - 61%-ზე მეტმა

• ქიმია - 78%-ზე მეტმა

• ფიზიკა - 43%-ზე მეტმა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა (იმ მონაწილეთა ჩათვლით, ვინც წელს განმეორებით აბარებდა ერთ ან რამდენიმე გამოცდას).

რაც შეეხება იმ მონაწილეთა რაოდენობას, ვინც რეგისტრირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ზღვარი ვერ გადალახა, 2410-ია. მათგან მე-12 კლასელი - 1983-ია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„გვინდა, ჩვენს სკოლაში თითოეული თქვენგანი გრძნობდეს თავს დაცულად, თავისუფლად და დაფასებულად“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება