სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუხრანის N1 საჯარო სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების მიზნით მიმდინარე პროექტს აქტიურად შეუერთდა
01-03-2024
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. 

2023 წლის დეკემბერში სმითსონის ინსტიტუტმა, საქართველოში ადგილობრივ თემზე დაფუძნებული კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმის განვითარების მიზნით, თანამშრომლობა დაიწყო მუხრანის რეგიონული ეკონომიკური განვითარების ფონდთან (მუხრანის ფონდი). ამასთან დაკავშირებით კი, საინტერესო პროექტი მიმდინარეობს, რომელშიც, პედაგოგებთან ერთად, მუხრანის N1 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის 25 მოსწავლე ჩაერთო. უახლოეს მომავალში ისინი სოფლის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს გამართავენ.

ამჯერად, კი პროექტის ფარგლებში, მუხრანის N1 საჯარო სკოლაში სამუშაო შეხვედრები გამართეს: ქეთევან გურჩიანმა - ილიაუნის პროფესორმა, თინათინ ხომერიკმა - თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ალექსანდრე ქავთარაძემ - ილიაუნის მოწვეულმა ლექტორმა, გიორგი გოგუამ და იანა ყორბეზაშვილმა - ჟურნალისტური ორგანიზაცია „პროექტი 64“-ის წარმომადგენლებმა.

შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გაწერილი აქტივობების (ფოტო; აუდიო და ვიდეო მასალების) ასახვის მიზნით, მუხრანის განვითარების ფონდმა მუხრანის N1 საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცა 5 თანამედროვე სამოქმედო კამერა. სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება დიდ მადლობას უხდის ფონდის სტაფს, სხვადასხვა დროს განხორციელებული აქტივობების და სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გაწეული იმ ფინანსური მხარდაჭერისთვის, რაც სკოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„თანამშრომლობა დაიწყო „მუხრანის სოფლის გამოცდილებით“, რაც აერთიანებს კვლევას, დოკუმენტაციას და ახალგაზრდების ჩართულობას, რომ შეიქმნას ათი ახალი ტურისტული გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ადგილობრივ თემში არსებულ ცოცხალ კულტურას. მუხრანის რეგიონი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მათ შორის ძალისას არქეოლოგიურ ძეგლს (ძვ. წ. II ს-დან ახ. წ. VIII საუკუნემდე) და მუხრანის ისტორიულ ცენტრში მდებარე მე-19 საუკუნის ციხე-სიმაგრეს. ამ ადგილების მიმდებარედ სათემო ტურისტული გამოცდილებების განვითარებით, პროექტი მიზნად ისახავს შექმნას დუბლირებადი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ სარგებელს ადგილობრივი თემებისთვის, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის მქონე მიმართულებებში. ასევე, პროექტი შექმნის ცოდნის გაზიარების შესაძლებლობას სომეხ და ქართველ მკვლევარებსა და პარტნიორებს შორის. ძალიან სასიხარულოა ამ ორწლიანი პროექტის დაწყება და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერაში დახმარება“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება