სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დავზოგოთ წყალი, გავუფრთხილდეთ გარემოს!“- საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი მედანის თემის საჯარო სკოლაში
01-03-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც არაერთ საინტერესო აქტივობას მართავენ. 

ამჯერად, სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრისა და დაწყებითი კლასების პედაგოგთა აქტიური თანამშრომლობით, პროექტი - „დავზოგოთ წყალი, გავუფრთხილდეთ გარემოს!“ განხორციელდა. კერძოდ, პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლები: ირმა ჩალიგავა, ლუარა წახნაკია, ნანა ციმინტია და სოფიკო მიქენაია იყვნენ. პროექტის მიზანი თემსა და სასკოლო საზოგადოებაში წყლის დაზოგვის მნიშვნელობასა და დაზოგვის სხვადასხვა გზებზე ცნობიერების ამაღლება იყო. 

პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს, რომლებიც თემის მოსახლეობას დაურიგეს. ასევე, პროექტის ფარგლებში,  საინფორმაციო პოსტერი შეიქმნა, რომელიც ინფორმაციას წყლის რესურსის დაზოგვის სხვადასხვა გზაზე მოიცავდა. აღნიშნული პოსტერი სკოლის დარბაზში, სასკოლო საზოგადოებისთვის თვალსაჩინო ადგილას განთავსდა.

პროექტის ბოლო ფაზა იყო პრეზენტაცია, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. მათ საინტერესო კითხვები დასვეს, რასაც, კომპეტენციის ფარგლებში, საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა უპასუხეს. 

„ყველა საფეხურის მოსწავლეთა ჩართულობა გარემოსდაცვით ღონისძიებებში და არაფორმალური განათლების ფორმალურ განათლებასთან შერწყმა-სინთეზი ჩვენი სკოლის უპირატესი მიზანია“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება