| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის N2 საჯარო სკოლას, პროექტი „თსუ დესპანის“ ფარგლებში, წარჩინებული კურსდამთავრებული ლამია ეფენდიევა ესტუმრა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლამია ეფენდიევა სკოლის ერთ-ერთ წარმატებულ მოსწავლეთაგანია, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და განაგრძო სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტში. ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია და სწავლობს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე.
პროექტის - „თსუ დესპანის“ ფარგლებში, მან X, XI, XII კლასელებს სტუდენტური ცხოვრების შესახებ თავისი გამოცდილება გაუზიარა და ბავშვების კითხვებს ამომწურავად გასცა პასუხი.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საჭირო ინფორმაცია მიიღეს, რომელიც მომავალში უნივერსიტეტის არჩევისას აუცილებლად გამოადგებათ.
„თსუ დესპანი“ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც უკვე მეთორმეტე სეზონს ითვლის.
დმანისის N2 საჯარო სკოლა წარჩინებულ კურსდამთავრებულს წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ