სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დავიცვათ თავისუფლება“ - პატრიოტული ღონისძიება ეკის საჯარო სკოლაში
01-03-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი აქტიურად აღინიშნება. 

გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „დავიცვათ თავისუფლება“ ჩატარდა. ღონისძიება სკოლის დირექტორმა - ლელა სიჭინავამ გახსნა. 

აღნიშნულ დღეს მოსწავლეები ასევე სკოლაში, ნაზი ელიავას სახელობის მუზეუმში, ექსპონატებს -  „ჩვენი სოფელი 1918-1921 წლებში“ გაეცნენ.

ბავშვებმა ექსპონატები დიდი ინტერესით, ყურადღებით დაათვალიერეს და საჭირო ცოდნა მიიღეს.

ღონისძიებაზე ისტორიის მასწავლებელმა - მერაბ აფხაზავამ მიმოიხილა 1921 წლის თებერვლის მოვლენები. მოსწავლეებმა კი თემაზე: „დავიცვათ თავისუფლება“ წარადგინეს და წაიკითხეს 25 თებერვლისადმი მიძღვნილი ლექსები, მონოლოგები. ბავშვებმა ასევე სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.   

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპუციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება