სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

Book About Myself - საბავშვო წიგნის პატარა ავტორები ქუთაისის N40 საჯარო სკოლიდან 
01-03-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებზე ხალისითა და ინტერესით მუშაობენ.

ამჯერად, კომპლექსური დავალების - Book About Myself, პრეზენტაცია, პედაგოგ მარინა სოხაძის სადამრიგებლო მე-2გ კლასში ჩატარდა. მოსწავლეებმა დავალების საბოლოო პროდუქტი დამოუკიდებლად შექმნეს, რამაც მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას ხელი შეუწყო. მოსწავლეთა ინგლისური ენის მასწავლებელი ს.საგანელიძეა, რომელიც მსგავს აქტივობებს ხშირად უწევს ორგანიზებას. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ნასწავლი სიტყვები და კონსტრუქციები აქტიურად გამოიყენეს. მოსწავლეთა სამეტყველო ქმედებები კი სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შეესაბამებოდა.

წიგნი დაყოფილი იყო თავებად. პირველ თავში წარმოდგენილი იყო სასკოლო ნივთები, მეორე თავში - ოჯახის წევრები, ხოლო მესამე თავში - სასურველი საჭმელი.

„კლასში არის სსსმ მოსწავლე, რომლის წიგნის პრეზენტაციის წარმატებით წარდგენაში დიდი წვლილი შეიტანა სპეციალურმა მასწავლებელმა - მარინა სირბილაძემ. კომპლექსური დავალების პრეზენტაცია სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა პატარა წიგნის ავტორებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება