| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა თებერვლის თვიდან ახორციელებს პროექტს - „გარდატეხის ასაკის სირთულეები“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანია გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების თავისებურებათა შესახებ სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდით, მოზარდებისათვის ფსიქო-ემოციური სირთულეების დაძლევის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში 28 თებერვალს განხორციელდა აქტივობა - შეხვედრა მოწვეულ სტუმართან.
მოსწავლეებთან შეხვედრა ჩაატარა მშობელმა - შორენა ბუსკივაძემ, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა „გარდატეხის ასაკის ფიზიოლოგიურ და ფსიქო-ემოციური ცვლილებებზე“.
საუბარი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მან მოზარდებს საშუალება მისცა გაეაზრებინათ მათ წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები. მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ პრობლემებზე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და დაფინანსებით.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ