სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N2 სკოლის მე-3 კლასელები წიგნის საჯაროდ კითხვის მასშტაბურ კამპანიას შემოქმედებითი აქტივობით შეუერთდნენ
28-02-2024
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებასა და კითხვის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

მე-3ა კლასის მოსწავლეები და ხელმძღვანელი, ნათია გიგაშვილი მასშტაბურ კამპანიას დიდი სიამოვნებით შეუერთდნენ და ეს დღე საინტერესოდ გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ, შემქნა დიდი წიგნი -  „დავით აღმაშენებელი“, რომელმაც არა მარტო მასწავლებლის, არამედ კლასელების დიდი  მოწონება დაიმსახურა. 

კლასში წიგნის განხილვა მოეწყო, რაც პედაგოგმა ფირზე აღბეჭდა. 

„კითხვა ის შესაძლებლობაა, რომლის მეშვეობითაც უნებლიეთ,ხშირად გაუაზრებლად, სხვის ტყავში, სხვის სულში აღმოვჩნდებით ხოლმე. ვმოგზაურობთ სხვა დროსა და სივრცეში. ემოციას სიამოვნებით ვუზიარებთ ერთმანეთს, ვავლებთ პარალელებს და ჩვენი ფანტაზიით ვიქმნით წარმოდგენებს.

ასე მოხდა ჩემ კლასში, სადაც ერთ-ერთი მოსწავლის მიერ შექმნილმა დიდმა წიგნმა - „დავით აღმაშენებელი” შთაბეჭდილება მოახდინა სრულიად კლასზე და ეს განცდა სიამოვნებით აღვბეჭდე ფირზე.

საკლასო სივრცეში დაწყებული აქტივობა სახლში, მშობელთა ჩართულობით გაგრძელდა. გააზრებულმა, ერთობლივმა მითხვამ შედეგი გამოიღო, რაც მეორე დღეს წარმოდგენილ პრეზენტაციაში თვალნათლად  გამოჩნდა“, - გვიამბობს კლასის ხელმძღვანელი.

მოსწავლეებისთვის დღე ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება