| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზინობიანის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო. მოსწავლეებმა სტუმრებსა და მასწავლებლებს სხვადასხვა სასცენო ნომერი შესთავაზეს, რის შემდეგაც სასწავლო პროცესი მხიარულ და პოზიტიურ გარემოში გაგრძელდა.
სკოლის დირექტორის, მაია კოშმატაშვილის თქმით, სკოლაში ყველა საჭირო რეგულაცია დაცულია და როგორც მოსწავლეები, ისე პედაგოგები ახალ წესებს კარგად შეეგუვნენ.
„წელს ექვსი პირველკლასელი გვყავს და ექვსივე გოგონაა. ისინი 15 სექტემბერს სასკოლო ფორმებში გამოწყობილები მოვიდნენ და სასწავლო წელი დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს“, - აღნიშნავს მაია კოშმატაშვილი.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მობილური ტელეფონების გამოყენების წესებსაც. ამისთვის სპეციალური შესანახი ყუთია, სადაც მოსწავლეები სასწავლო პროცესის დაწყებისას მობილურ ტელეფონებს ათავსებენ.
„თუ სასწავლო პროცესის დროს ჩნდება საჭიროება, რომ მოსწავლემ ტელეფონი გამოიყენოს, რა თქმა უნდა, დამრიგებელი მას ამის შესაძლებლობას აძლევს“,- ამბობს სკოლის დირექტორი.
ახალ სასწავლო წელს სკოლამ ახალი სახელმძღვანელოებიც მიიღო. მაია კოშმატაშვილი თავად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია და მე-7 და მე-9 კლასებში ასწავლის. მისი თქმით, სასწავლო პროცესში სახელმძღვანელოებთან ერთად დამატებითი ლიტერატურის გამოყენებაც მნიშვნელოვანია.
„როდესაც რომელიმე ნაწარმოებს საჭიროდ მივიჩნევ, დამატებით შემაქვს სასწავლო პროცესში და მოსწავლეებს ვასწავლი. ზოგადად, ახალ სახელმძღვანელოებში მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება პატრიოტიზმზე და ეს ძალიან კარგია. მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ. თუ ისინი უცხოეთშიც წავლენ და იქ მიიღებენ განათლებას, შემდეგ აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში და საკუთარი ცოდნა ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენონ“, - აცხადებს მაია კოშმატაშვილი.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში