სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კოტიანეთის საჯარო სკოლაში მოულოდნელი სიკეთის კვირეული მოეწყო
28-02-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლა, სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე ჩართულია პროექტში - „მეგობრობის ხიდი“.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში აქტივობები და დავალებები იცვლება ყოველ 2 კვირაში ერთხელ, ისინი გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე და მათში მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ერთვებიან.

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან პროექტის ხელმძღვანელს - მარი ხარიტონაშვილს, მას პროექტში ჩართული ჰყავს საქართველოს მასშტაბით 30-მდე სკოლა სხვადასხვა რეგიონიდან და დედაქალაქიდან. მათ შორის არის კოტიანეთიც, რომლის ხემძღვანელი ეკა ადამია გახლავთ.

პროექტ - „მეგობრობის ხიდის“, ფარგლებში კოტიანეთის საჯარო სკოლაში მოულოდნელი სიკეთის კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებშიც დამხმარე პერსონალს სიყვარული და სითბო აჩუქეს მოსწავლეებმა.

როგორც სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, აქტივობა სასურველ შედეგზე გავიდა და შეძლეს მოულოდნელი სიკეთის გაზიარება.  აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე მასწავლებლები არიან: ნ.კვარაცხელია; ლ.კობახიძე; მაია ადამია; ლიკა კუპრეიშვილი და მარი ხუხია.

სკოლის საინტერესო ინიციატივაში მე-3-მე-5-მე--6 კლასების მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესითა და სურვილით ჩაერთნენ.

სკოლის ხელმძღვანელი, მადლობას უხდის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა იდეის განხორციელებაში. 

„უმორჩილესი მადლობა ყველას... მადლობა დამრიგებლებს - ელისო პირტახიას; მ.ადამიას ასევე ჩვენს გვერდით მეგობრული თანამშრომლობისათვის და ყველა კოლეგას. მეიმედებით მეამაყებით!!! დიდი მადლობა ყველას, ვისაც გულით უხარია ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების წარმატებები. გვინდა ხელი შევუწყოთ მომავალი თაობის გონებრივ, ესთეტიკურ, სულიერ, ზნეობრივ აღზრდას, XXI საუკუნის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. იმედი გვაქვს მშობლებისა და მთელი სასკოლო თემის თანადგომისა. ერთად ბევრ რამეს შევძლებთ! მადლობა მშობლებს თანადგომისათვის“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი ეკა ადამია. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:  






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება