სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში ევროპული დონის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა გაიხსნა
28-02-2024
-
+


წყალტუბოს N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში, ევროპული დონის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა საზეიმოდ გაიხსნა.

ბიბლიოთეკის აღდგენისა და კეთილმოწყობის იდეა ეკუთვნის ამავე სკოლის კურსდამთავრებულს - შორენა იოსელიანს. 

ღონისძიების გახსნას არაერთი საპატიო სტუმარი დაესწრო. 

„ბიბლიოთეკის გახსნას ესწრებოდნენ ქ-ნი შორენა ოჯახთან ერთად, ბატონები ოთარ და ბესო იოსელიანები, რომლებიც ყოველთვიურად აფინანსებენ სტიპენდიანტ მოსწავლეებს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი გენადი ბალანჩივაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბ-ნი მამუკა ჩხეტიანი, ეროვნული ჯილდოს მფლობელი ბ-ნი კახაბერ ჩაკვეტაძე და სხვები“, - გვიყვებიან სკოლაში.

სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და დირექტორმა - მიხეილ კაკაბაძემ უღრმესი მადლობა გადაუხადეს სტუმრებს თანადგომისა და უძვირფასესი საჩუქრისათვის, რომელიც როგორც აღნიშნავენ, უდიდეს როლს შეასრულებს მათ ჰარმონიული განვითარების საქმეში. 

აღნიშნულ დღეს ასევე სიტყვა წარმოთქვა ქალაქის მერმა. ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მიწვეულმა სტუმრებმაც.

„მათ აღფრთოვანება გამოხატეს გაკეთებული საქმისა და გულთბილი, დახვეწილი, აკადემიური დახვედრისთვის. ასევე, წინსვლა და წარმატებები უსურვეს სკოლას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება