| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ეზოში მწვანე სივრცის მოწყობის მიზნით, მცენარეები დარგეს.
აქტივობა მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობითა და მიმდინარე პროექტის „მონაწილეობა სასკოლო სივრცის კეთილმოწყობაში“, ფარგლებში, გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტს და თვითმმართველობას ჰყავს მხარდამჭერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აიპ-ი. სკოლას, ხონის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის, მთავარი სპეციალისტის ბადრი ბახტაძის შუამდგომლობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესას სანერგე მეურნეობიდან, გელა ზენაიშვილმა საჩუქრად გადასცა მარადმწვანე მცენარეებისა და ხეხილის ნერგები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობას აღნიშნული აქტივობის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხადა და ნერგების უფასოდ ტრანსპორტირებაში დაეხმარა, სკოლის კურსდამთავრებული პაატა სიმონიძე.
ყველას, ვინც ღონისძიების ჩატარებაში წვლილი შეიტანა, თვითმმართველობის და პროექტის ხელმძღვანელთა სახელით მადლობას უხდიან. ასევე მადლიერებას გამოთქვამენ, სკოლის ხელმძღვანელის, ლია ჩიხლაძის მიმართ, რადგან მისი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, მოსწავლეებმა მიზანს მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში