სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ორჯის საჯარო სკოლის 2021- 2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით დაჯილდოვნენ
26-02-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. 

ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სკოლას მედალზე ასრულებენ. ამჯერად, 2021- 2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით დაჯილდოვნენ. ტათევ ხოცანიანს - ოქროს, ხოლო ვარდუი მანუკიანსა და ვენერა ნიკოღოსიანს ვერცხლის მედლები გადაეცათ. 

სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და ულოცავენ.

„ორი სასწავლო წლის მერე მიღებული საჩუქარი. ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებული - ტათევ ხოცანიანი, ამჟამად, 100%-ანი სახელმწიფო გრანტით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. ვარდუი მანუკიანი და ვენერა ნიკოღოსიანი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდნენ. სამივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით, სწავლობს. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ულოცავენ და უფრო მეტ წარმატებას უსურვებენ“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება