სიახლეები
სკოლები

„დედამიწის მწვანე მარგალიტი“- გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
26-02-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, დაწყებითი კლასების კათედრაზე, გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების, მდგრადი განვითარების პროცესის ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით, სასკოლო პროექტი - „დედამიწის მწვანე მარგალიტი“ დაიგეგმა და განხორციელდა.

მასში I - VI კლასების მოსწავლეები და კათედრაზე შემავალი თითოეული საგნის მასწავლებელი აქტიურად ჩაერთნენ. პროექტი როგორც საკლასო, ასევე კლასგარეშე აქტივობებს მოიცავდა - როგორც ფორმალური, აგრეთვე არაფორმალური განათლების მიღების გათვალისწინებით.

პროექტი საგანთა - ბუნება, ქართული ენა, ინგლისური ენა, მათემატიკა, ხელოვნება, მუსიკა, მე და საზოგადოება, სპორტი, ინგორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ინტეგრირებით განხორციელდა. მის ფარგლებში, შემდეგი აქტივობები მოეწყო: გამოკითხვა, ინტერვიუირება, კონსულტირება (საჭიროების დადგენის მიზნით), მოდელირება, „სტუმრად უხუცესთან" (გამოცდილების გაზიარების მიზნით), გარდა ამისა, პოსტერების, პლაკატების, ბუკლეტების, ჰერბარიუმის, ბანერის დამზადება.

მოეწყო პრეზენტაცია თემაზე - „ტყე შეუნახე შვილებსა“; როლური თამაში - „ხეთა ჩივილი“; ლიტერატურული კომპოზიცია - „ბუნების ქომაგები“. გარდა ამისა, დამზადდა სკოლის სკვერის მაკეტი, საგაზაფხულო საქმიანობებიც ჩაატარეს (სკოლის გარემოში არსებული ნარგავების მოვლა-პატრონობა), გაიმართა ეკოკლუბის საათი. 

ასევე, მნიშვნელოვანი აქტივობები იყო: მარათონული სვლა მოწოდებით - „ბუნება ჩვენი მაცოცხლებელია“; სასკოლო-სასწავლო ექსკურსია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე (სათაფლიის ტყე-პარკი; ქუთაისის ბოტანიკური ბაღი);  სანერგეში ვიზიტი (გამოცდილების მიღების მიზნით); შეხვედრა სკოლის ექიმთან (უსაფრთხოებისა და გარემოში არსებული მავნე ბაქტერიებისაგან თავდაცვის მიზნით); სკოლის სკვერში თხელკანიან ხეში წყლის მოძრაობის მოსმენა (სტეტოსკოპის მეშვეობით); აქტივობა - „ჩარგე ნერგი სამომავლოდ“ (სკოლის სკვერების გამდიდრება მწვანე საფარით).

პროექტის ხელმძღვანელი დაწყებითი კლასის წამყვანი მასწავლებელი - ნინო სილაგაძე, ხოლო პროექტში ჩართული მასწავლებლები - დარეჯან ლეშკაშელი, ლანა ტყეშელაშვილი, ლალი გეტმანენკო, დოდო ხობელია, ნინო გუგეშაშვილი, თეონა ჯუღელი, თეა მჟავანაძე, ნაირა გეტმანენკო მალვინა ლიპარტელიანი, ზეინაბ გაბუნია, ციური ნებიერიძე, ნინელი გუგავა იყვნენ. 

„პროექტის ფარგლებში განხორციელებული თითოეული აქტივობა იყო რეალისტური, შედეგზე გამსვლელი, თვალსაჩინო, მორგებული ასაკობრივ ზღვარზე, თითოეულ ჩართულ ბენეფიციარის სარგებელზე და რაც მთავარია, მესამე თაობის ეროვნულ გეგმაზე მორგებით გათვლილი გრძელვადიან მიზნებზე. პროექტში, ასევე, ენთუზიაზმით ჩაერთო და გამოწვევა მიიღო ამავე მუნიციპალიტეტში არსებულმა მეგობარმა სკოლამ (სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტი გეგუთისN2 საჯარო სკოლა) მათ სცნეს პროექტით განდაზღვრული მიზნების მიღწევის საჭიროება. ამგვარი მიდგომები ზრდის თანამშრომლობით დამოკიდებულებას სასკოლო საზოგადოებაში. შესასწავლი საკითხი იძენს აქტუალობას. მოსწავლე ითავისებს ცოდნის მიღების საჭიროებას, რათა შეძლოს საკუთარი ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში. უდიდესი მადლობა პროექტის თითოეულ ბენეფიციარს: მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, დირექტორს, სკოლის ტექპერსონალს. ენთუზიაზმისა და დაუღალავი შრომისათვის“,- წერს პროექტის ხელმძღვანელი ნინო სილაგაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

მოსწავლის ჯამური შეფასების რეპორტის ნახვა - ინსტრუქცია პედაგოგებისთვის

2026 წლის სიმბოლო წითელი ცეცხლოვანი ცხენია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება