სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების სადარაჯოზე 
26-02-2024
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღმოჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მე-7ბკლასი მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელ ნინო დგებუაძესთან ერთად, უძველესი ქართული წერილობითი ძეგლების სამყაროში „იმოგზაურეს“. გარდა ამისა, გაიხსენეს ფარნავაზ მეფე, რომელმაც შექმნა „მწიგნობრობაი ქართული“, ისაუბრეს ქართული ანბანის განვითარების საფეხურებზე და ააგეს „ანბანის კოშკი“. ბოლოს, ნაწყვეტი ფილმიდან - „ფესვები“ ნახეს. აღნიშნეს, რომ „ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, ფესვებიდან!“.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, ასევე აღნიშნეს პირველკლასელებმა ქართული ენის მასწავლებელ ნანა ლეჟავასთან ერთად. ამ დღეს შეუერთნენ, 1-ელი, მე-3ბ და მე-4ბ კლასის მოსწავლეები, ქართული ენის მასწავლებელ მარიზა კინწურაშვილთან ერთად. მნიშვნელოვანი თარიღი სასკოლო საზოგადოებას მე-7ა, მე-10ბ და მე-11ა კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ავლორა ომანაძე-ასლანიკაშვილთან ერთად, ხოლო მე-9 კლასელებმა ქართული ენის მასწავლებელ - ლეილა ჯიშკარიანთან ერთად მიულოცეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება