სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წიგნების სამყაროში“ - დამიის საჯარო სკოლაში გრძელვადიანი პროექტ-კონკურსი განხორციელდა
26-02-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით არაერთი საინტერესო, შემეცნებითი პროექტი ტარდება.

ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი. სკოლაში, კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.

„წიგნების სამყაროში“ - ამ სათაურით მიმდინარეობდა სკოლაში გრძელვადიანი პროექტ-კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სომეხი, ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარმოებები წაიკითხეს, ნახეს ფილმი „ერთხელ სკოლაში“ და განიხილეს მასში წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც წიგნიერებას ეხებოდა, შემდგომ კი დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა. თითოეულ ეტაპზე მოსწავლეები ავლენდნენ წაკითხული ტექსტების ცოდნას, ახალ ეტაპზე გადასასვლელად ფასდებოდნენ ქულებით და შემდეგ საფეხურზე მონაწილეობის მისაღებად ამზადებდნენ ახალ დავალებებს. ისინი ციფრულ ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებდნენ.

პროექტში სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსში გამარჯვებულებიც ყველა საფეხურზე გამოვლინდნენ.

„აქტივობა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას, წიგნის სიყვარულის გაღვივებას, კითხვის, შემოქმედებითი და კრიტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობას, ციფრული ტექნოლოგიების მიზნობრივად გამოყენების აუცილებლობასა და მნიშვნელობას. ასევე, გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას, მიზანდასახულობისა და მონდომების სტიმულირებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი, ფინალისტებს - სიმბოლური საჩუქრები, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდნენ ყურსასმენებითა და წიგნების მაღაზიათა ქსელის - „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ბარათებით.

როგორც აღნიშნავენ, მოსწავლეთა საჩუქრების შეძანა სკოლამ დააფინანსა.

აქტივობას ხელმძღვანელობდნენ ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი ლუსინე დარბინიანი და ისტ-ის პედაგოგი ნორაირ მისკარიანი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები ბავშვებს წიგნების სიყვარულს უღვივებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება