| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის II კლასში, კომპიუტერული ტექნოლოგიების გაკვეთილზე მასწავლებელმა, ეკატერინე ჩიტაურმა პროექტი „ნამცეცების შეგროვება“ უამრავი აქტივობით განახორციელა.
გაკვეთილზე, მოსწავლეებმა დიდი ხალისით შეასრულეს დავალება. მათ კლასში წარადგინეს როგორც კომპიუტერული, ასევე თაბახის ფურცელზე და ფურცლით შესრულებული ორიგამის ნამუშევრები, მარცვლეულისგან შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, ფერადი ფურცლებისგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურების ნახატები.
„დიდი მოწონება დაიმსახურა “ვსწავლობთ თამაშით“ - პროგრამამ, რომელშიც მოსწავლეებმა დიდი ხალისით შექმნეს სკოლის გარემო, ზღაპრის პერსონაჟები ლამაზი პეიზაჟებით, ასევე სოფლის მეურნეობის საქმიანობა, ბუნების სილამაზეში გართობა და ა.შ“, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის ფარგლებში, დასახული მიზნის შედეგები არის მოსწავლეთა შესრულებული „პატარა ნამცეცებით შექმნილი დიდი ხელოვნების ნიმუშები“.
მოსწავლეთა ნამუშევრებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარებს და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები, პროექტები მოსწავლეთა მოტივაციასა და სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში