სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები საერთაშორისო ვებინარზე საინტერესოდ წარდგნენ
26-02-2024
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით საერთაშორისო პროექტებში წარმატებით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი საერთაშორისო ვებინარში მონაწილეობდნენ.

აღნიშნული ვებინარის მომხსენებლები კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-8 კლასელები იყვნენ. ვებინარის თემა იყო: „საქართველო - განათლება და კულტურა“.

მოსწავლეებმა: ბარბარე კობერიძემ, დავით აბაშიძემ, სანდრო ლეჟავამ, თეკლა ლუტიძემ და ნუცა ბუცხრიკიძემ ვებინარზე ლოგიკური და თანმიმდევრული პრეზენტაციები საინტერესოდ, არსებით საკითხებზე ყურადღების გამახვილებით წარადგინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციაში გამოყენებული ვიზუალური მასალების ხარისხი იყო მაღალი და რელევანტური.

„მოსწავლეები საუბრობდნენ დამაჯერებლად, გამართულად ინგლისურ ენაზე. მათ შეძლეს საქართველოს განათლება და კულტურა საინტერესოდ გაეცნოთ უცხოელი თანატოლებისა და განმანათლებლებისთვის. 

მათ ასევე ისაუბრეს საქართველოზე - როგორც ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანაზე, რომელსაც ევროპელები ჯორჯიას ხოლო რუსები გრუზიას უწოდებენ, თუმცა სინამდვილეში მას, როგორც გვიყვებიან, ულამაზესი სახელი - საქართველო ჰქვია, რომელიც სამწუხაროდ, ზოგჯერ ეშლებათ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ შტატში: ჯორჯიაში. ჩვენი საქართველო კი მდებარეობს კავკასიაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ისაუბრეს საქართველოს გეოგრაფიულ მდგომარეობაზე, მის კუთხეებზე.

„აღნიშნეს, რომ თითოეული კუთხე ტრადიციებით, ცეკვით, სიმღერით, ჩაცმულობითა და კერძებით განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ისინი ერთი ლამაზი საქართველოს შვილები არიან. ისიც თქვეს, რომ „ჩაკრულო“ კოსმოსშია გაშვებული“, - გვიყვებიან სკოლაში.

ვებინარზე მერვეკლასელებმა ასევე წარადგინეს და აჩვენეს თუ როგორ ცეკვავენ ქართველები და რა ისტორიული დატვირთვა აქვს თითოეულ ცეკვას: ხორუმი, სამაია, მთიულური. აღნიშნეს, თუ როგორი მოწიწებით სცემენ პატივს ქალს, რაც აღინიშნება ცეკვა - „ქართულში“.

ვებინარზე, ბავშვებმა ღვინისა და თაფლის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც საქართველოში ოდითგანვე იცოდნენ. ასევე ისუაბრეს, თუ რატომ უწოდებენ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას.

ვებინარის ბოლოს თითოეული მონაწილე მიიწვიეს საქართველოში და მოიშველიეს ანდაზა - „ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია“

მონაწილეები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღფრთოვანებულები იყვნენ და საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს.

პროექტი და მოსწავლეები ვებინარისთვის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ეკატერინე ჩიჩიბაიამ მოამზადა.

„ვებინარის მონაწილეები და მათი პედაგოგი პლატფორმამ, რომლის მეშვეობითაც ვებინარი ჩატარდა სერტიფიკატებით დააჯილდოვა. მადლობა ქალბატონ ეკატერინეს და მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის! შემდგომი წარმატებები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს. რაზეც მეტყველებს მათი მონაწილეობით გამართული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტივობა. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება