| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან. სკოლაში, ასევე პედაგოთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა, თარიღი აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები ლამაზ ფორმებში გამოეწყვნენ და მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს. მოსწავლეთა შემოქმედებითმა უნარებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ბავშვებმა ღონისძიებაზე, ასევე ამ დღის შესახებ და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში