სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N12 სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები საერთაშორისო ინიციატივას შეუერთდნენ და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
28-02-2024
-
+


აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ლიტერატურის კითხვას ახალისებენ. ამისთვის კი მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

2-7 თებერვალს, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კვირეულის ფარგლებში აღინიშნა.  

ბიბლიოთეკის დარბაზში სკოლის საშუალო, საბაზო და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა საინტერესო და შემოქმედებითი შეხვედრები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრის მიზანი იყო -  ხმამაღალი კითხვა, წაკითხულის გაგება-გააზრება, შემოქმედებითი უნარის განვითარება და მოსწავლეთა წიგნებით დაინტერესება.

უფროსკლასელებმა უმცროსკლასელებს გააცნეს საბავშვო ლიტერატურიდან საყვარელი ნაწარმოებები და წაიკითხეს ფრაგმენტები მათთვის გამორჩეული ლიტერატურული ტექსტებიდან.

„დიდი იყო მშობლების როლიც კითხვის პოპულარიზაციაში. მშობლების ჩართვა სახალისო და სასიამოვნო აღმოჩნდა პატარებისათვის. მათ შექმნეს ილუსტრაციები მოსმენილი ტექსტიდან, დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და ახვეული თვალებით შეარჩიეს წასაკითხი წიგნები“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ საერთაშორისო ინიციატივამ პროექტში ჩართულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მისცა შესაძლებლობა, გაერთიანებულიყვნენ საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება