სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ გამოცდილებას, სიყვარულს, მეგობრობას“ - იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი წულაია
04-03-2026
-
+


„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ გამოცდილებას, ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს, მეგობრობას“- აღნიშნავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლალი წულაია და etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში სკოლის მისიაზე საუბრობს. 

მისი თქმით, პასუხისმგებლობა ერთ დღეში არ ისწავლება, ვალდებულებების გააზრებაში მოსწავლეს პრაქტიკა და თანმიმდევრული მიდგომა ეხმარება.

როგორც თავად ამბობს, პროფესიის არჩევანზე ყველაზე დიდი გავლენა ბავშვების სიყვარულმა მოახდინა, დღეს კი საკუთარ საქმეს გულანთებული ემსახურება და წვლილი შეაქვს განათლებული და ღირსეული მომავალი თაობის ფორმირებაში. 

- მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც...

- პასუხისმგებლობა ერთ დღეში არ ისწავლება, არ ისწავლება სიტყვებით. პატარაობიდანვე უნდა მივაჩვიოთ დავალების მიცემას და მოვთხოვოთ როგორ შეასრულა ის.

- მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს...

- პასუხისმგებლობა, კომუნიკაციის უნარი, კულტურა.

-სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ... 

- გამოცდილებას, ურთიერთპატივისცემას, სიყვარულს, მეგობრობას.

-მოსწავლეებს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია, რადგან...

-ცხოვრება ლამაზი და მრავალფეროვანი, რომ  ჰქონდეთ  ნდობა, პატივისცემა, ურთიერთგაგება აუცილებელია.

- სწავლა ხდება საინტერესო, როდესაც...

- როდესაც საგაკვეთილო პროცესი მასწავლებელს მოწესრიგებული აქვს.

- უნარი, რომელსაც ყველა მოსწავლე უნდა ფლობდეს.... 

- კრიტიკული აზროვნება, მოსწავლეს უნდა შეეძლოს წაკითხულის გააზრება, დროის მართვა, კომუნიკაცია  და  დისციპლინის  დაცვა.

- ჩემი პროფესიის არჩევაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა...

- ბავშვების სიყვარულმა და  ურთიერთპატივისცემამ, პასუხისმგებლობამ. მიყვარს როდესაც მოსწავლეს და მასწავლებელს ეს თვისებები კარგად აქვს ჩამოყალიბებული. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება