სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იყალთოს საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
23-02-2024
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.​

ამ დღესთან დაკავშირებით, გამომსახველობითი კითხვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით მე-3 კლასში, რომლის დამრიგებელიც ნ. ჯავახიშვილი გახლავთ, ჩატარდა როლური თამაშები ჭაბუა ამირეჯიბის - „დროის ფასის“, როდიონ ქორქიას - „კარგი ოინისა და ეზოპეს - „ორი ამხანაგის“, მიხედვით.

მეოთხეკლასელებმა კი, დამრიგებელის ნ.გიგოლაშვილის ხელმძღვანელობით, სადამრიგებლო საათზე აიმაღლეს ცნობიერება მშობლიური ენის შესახებ, გაეცნენ ქართული ანბანის განვითარების საფეხურებს და ასომთავრულით დაწერეს თავიანთი სახელები.     

მშობლიური ენის ფენომენის შეცნობასა და გააზრებას ისახავდა მიზნად სკოლის ბიბლიოთეკაში (ბიბლიოთეკარი- ე. ბოტკოველი) ჩატარებული ღონისძიება - „დედაენა- ენა სულისა და გულისა“.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები გ. მთაწმინდელის თხზულებიდან - „ცხორებაი იოვანესი და ეფთვიმესი“, მ. ჯავახიშვილის მოთხრობიდან - „მიწის ყივილი“, რ. გაბრიაძის - GEDEVANI და ნახეს ფრაგმენტები ფილმიდან - „ფესვები“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ დედაენას სასწაულმოქმედი ძალა აქვს, მას შეუძლია მძიმე სენისგან განკურნოს ადამიანი, აღუდგინოს მეხსიერება, მიანიჭოს  სასიცოცხლო ენერგია. მათ გაიაზრეს გოგებაშვილის სიტყვები:„დედა-ენა როდი ჰგავს ტანისამოსსა, რომლის გამოცვლაც ადვილად და უვნებლად შეიძლება. მას აქვს ღრმად გამდგარი ფესვები ადამიანის ტვინში, ნერვებში, ხმის ორგანოებში, ძვალსა და რბილში, მთელს მის ბუნებაში“.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები ქართულის, როგორც მშობლიური ენის შესახებ. ღონისძიებას დაესწრნენ და მასში მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები; დ. შიშმანაშვილი, თ. აბულაძე და ე. სოთიროვა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მეშვიდეკლასელებმა შექმნეს პოსტერები: „ქართული ჩემი დედაენაა“ და „ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს“, აქტივობას კი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ე. სოთიროვი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება