სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გუბისწყლის საჯარო სკოლაში ინგლისური ანბანის სწავლება ინოვაციური მეთოდით მიმდინარეობს
22-02-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის პედაგოგები ცდილობენ სასწავლო პროცესში სიახლეების დანერგვასა და მოსწავლეებისთვის ინოვაციური გაკვეთილების შეთავაზებას. 

ასეთივე ინოვაციური იყო, პირველ კლასში გამოყენებული მეთოდი: Alphabet Hopscotch - ასკინკილა ანბანზე. 

პირველ კლასში, სახელმძღვანელოს - Everybody Up- Starter-რესურსების გამოყენებით, რომლის ადაპტაციის ავტორი -ნინო იმნაძე-თამარაშვილი გახლავათ, ინოვაციური გზით მიმდინარეობს ინგლისური ანბანის სწავლება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს მეთოდი, ასევე უკავშირდება ყველასთვის კარგად ცნობილ მიდგომას TPR, რომელსაც ინგლისური ენის პედაგოგი ნინო ცხაკაია აქტიურად იყენებს. 

აღსანიშნავია, რომ მეთოდის არსი შემდგომში მდგომარეობს: ანბანის ათვისების საწყის ეტაპზე, მოსწავლეები, გარდა ანბანური თანმიმდევრობით დაფიქსირებული ასოებისა, ეცნობიან ასო-ბგერებს Ss, Tt,  რათა მარტივად შეძლონ კითხვის საწყისი ეტაპის განხორციელება და კითხვის უნარის განვითარება.

როგორც ცნობილია,  სწორედ ეს ასო-ბგერები ქმნიან ინგლისურ ენაში სიტყათა უმრავლესობას.

ნაბიჯი პირველი: მოსწავლეებს უნდა ეპოვათ Ss, Tt ასო-ბგერები, რომლებიც ასკინკილას ჩარჩოს დახაზვისას START - უჯრედში ამოიცნეს ვიზუალური ხატის საშუალებით და დაიმახსოვრეს.

ნაბიჯი ორი: მოსწავლეებს უნდა დაეწყოთ ასო-ბგერათა ამსახველი ბარათები ანბანის მიხედვით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, პირველკლასელებმა, სწრაფად აითვისეს ახალი ასო-ბგერები.

საბოლოოდ, თემების მიხედვით, შესაძლებელია დაემატოს ახალი უჯრები სამიზნე ასო-ბგერების მიხედვით. ბოლო ეტაპზე, მასწავლებელი გადადის ასოთშეთახმებების გამოყენებაზე, ორი- სამი ასო-ბგერა გვერდიგვერდ, სხვადასხვა უჯრედში იქნება ჩახატული, სადაც მოსწავლეები ორივე ფეხით ხტებიან, შემდეგ უჯრედში, ეს ასოთშეთანხმება, მაგალითად, sh-უკვე სიტყვაში იქნება გამოყენებული და მასზე ცალი ფეხით დახტებიან.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, სასურველია, რომ სიტყვა იყოს ნახატთან ერთად, რომლისთვისაც  შესაძლებელია თეთრ ფურცლებზე ამგვარი სიტყვების ამობეჭდვა და ფაილით უჯრედში დამაგრება წებოვანი ლენტის საშუალებით, ერთჯერადად გამოყენებისთვის.

პედაგოგი აღნიშნავს, რომ ეს მეთოდი, სრულიად პასუხობს მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომელშიც, უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინებით, სწავლების თანამედროვე მიდგომა, ყველა ინდივიდისთვის რელევანტური სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას უნდა ქმნიდეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლის მოსწავლეების საყურადღებოდ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 5 აპრილამდეა

მთავარი შეცდომა, რომელსაც ეროვნულებზე რეგისტრაციისას აბიტურიენტები უშვებენ - NAEC-ის დირექტორი დეტალებზე საუბრობს

მინიმუმ 3 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება უნდა ჰქონდეს პირს, რომ ასოცირებული პროფესორი გახდეს

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში სახანძრო სამაშველო საქმიანობის ისტორია

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება