| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის პირველკლასელებმა, პედაგოგ თინათინ მელაძის ხელმძღვანელობით, შეასრულეს საინტერესო კომპლექსური დავალება თემაზე - „წელიწადის დროები“. მოსწავლეები გაეცნენ დავალების განხორციელების ეტაპებს, პირობებს და განსახილველ „ქეისებს“.
დავალების სამივე ეტაპი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო, შემეცნებითი და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
I ეტაპზე მოსწავლეებმა შექმნეს და დაამზადეს „ნახატების ალბომი“, რესურსად პედაგოგთან ერთად მოიძიეს „ტელესკოლის“ თემა - „წელიწადის დროები“.
მე-2 ეტაპზე მოსწავლეები გაეცნენ ბუნებრივ მოვლენებს, წელიწადის დროებსა და ცვლილებებს სეზონების მიხედვით.
მოსწავლეებმა უყურეს და განიხილეს ანიმაციური ვიდეო.
III ეტაპზე ნახატების ალბომში მოსწავლეებმა ჩახატეს წელიწადის დროები და გააკეთეს პრეზენტაცია.
„დავალებაზე მუშაობა იყო სახალისო და წარიმართა გეგმის მიხედვით, შეიქმნა მეტად სასარგებლო პროდუქტი - „ნახატების ალბომი“. გუნდური მუშაობისას პირველკლასელებთან აქტიურად ითანამშრომლეს მესამე კლასის მოსწავლეებმაც. წარმატებებს ვუსურვებ პატარა ყოჩაღ და ენერგიულ პირველკლასელებს“,- აღნიშნავს მასწავლებელი თინათინ მელაძე.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში