| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„საქართველოს უგვირგვინო მეფე აკაკი წერეთელი თვლიდა, რომ „მხოლოდ განათლება იყო და არის წყარო ყოველგვარი ხალხის ბედნიერებისა და კეთილდღეობისა“.
ადამიანის განათლება კი მტკიცდება და სრულქმნილი ხდება წიგნების კითხვით. წიგნი ხომ ჯადოქარია, რომელიც თვალწინ გვიშლის სამყაროს. ოცნებაა, რომელიც შეგვიძლია ხელში დავიჭიროთ“, - აღნიშნავენ ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ ამ დიდებულ საგანძურთან შეხებით, მისი კითხვით გამოწვეულ დიდ სიხარულს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, საერთაშორისო ინიციატივას - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ შეუერთდა IVბ კლასი და მსოფლიო მასშტაბის ღონისძიების მონაწილე გახდა.
საინტერესო აქტივობებით გაულამაზა ეს დღე მოსწავლეებს კლასის ხელმძღვანელმა - ასმათ მუმლაძემ.
ბავშვები კლასში გულმოდგინედ კითხულობდნენ წიგნებს, ერთმანეთს აწონებდნენ თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებს, შემდეგ კი სიურპრიზმაც არ დააყოვნა და ამ საერთო კითხვის ზეიმში მშობლებიც ჩაერთნენ.
მოსწავლეები გაბრწყინებული თვალებით, სიამაყით შესცქეროდნენ თავიანთ მშობლებს და სიხარულით უსმენდნენ და იმახსოვრებდნენ მათ მიერ წაკითხულ თითოეულ სიტყვას.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში