სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნიერების დღესასწაული თბილისის N16 საჯარო სკოლაში 
20-02-2024
-
+


დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა და გახდა მსოფლიო ღონისძიების ნაწილი.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილმა აქტივობამ თითქმის სკოლის ყველა კლასი მოიცვა. წიგნის საჯაროდ კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, გაკვეთილები ჩატარდა XII, XI, X, IX, VIII, VII, VI, V კლასებში. XII კლასში წაიკითხეს წიგნი - „ასე უყვარდათ საქართველოში“; XI კლასში გოდერძი ჩოხელის - „უიღბლო ყვავილები“ და ლეონიდ ანდრეევის „ბენ-ტოვიტი’“; X კლასში - „ვეფხისტყაოსანი“, IX-VIII კლასებში - საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები; VII-VI კლასებში - „ვეფხისტყაოსანი“, „უკუღმა დაჭედილი“.

გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს წაკითხულის გარშემო, ასევე დისკუსია გამართეს და იმსჯელეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხმამაღლა კითხვა მოსწავლის სხვადასხვა უნარის განვითარებისთვის. მაგალითად, მოსმენის, გააზრების, ნებისყოფის, ემოციებისა და განცდების, ინტონაციების სწორად გამოთქმისთვის.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 7 თებერვალს, საქართველოში უკვე მეცხრედ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე! წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის  - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის მნიშვნელობა და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება