სამების საჯარო სკოლაში დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით კვირეული მიმდინარეობს
24-05-2018
დაკოპირებულია
-
+
წალკის, სამების საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით კვირეული მიმდინარეობს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეული ფილმის ჩვენებით დაიწყო. მე-9 კლასის მოსწავლეებმა რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმი „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ ნახეს.
ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა. იხილეთ ფოტოები