| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, მოსწავლეთა შორის 17-18 თებერვალს ღია ჩემპიონატი „მერიის თასი“ ფრენბურთში გაიმართა. ჩემპიონატში ბიჭებისგან დაკომპექტებული 17 და გოგოებისგან შემდგარი 5 გუნდი მონაწილეობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორდღიანი ბრძოლის შემდეგ ჩემპიონატში ეშტიის N2 საჯარო სკოლის გოგოების ჯგუფმა გაიმარჯვა. მათ შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს, რისთვისაც დაჯილდოვდნენ.
სკოლა მოსწავლეებს ამ წარმატებას ულოცავს და კვლავ წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში