სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლა მე-11 კლასის წარმატებულ მოსწავლეს - მარიამ მარგველანს გვაცნობს 
19-02-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. ისინი თავიანთ იდეებსა და შესაძლებლობებს ღიად გამოხატავენ და საინტერესო პროექტებს ახორციელებენ.

მათ შორის ერთ-ერთი აქტიური მოსწავლეა მე-11 კლასელი მარიამ მარგველანი. ის წელიწადზე მეტია მოსწავლეთა განვითარების ჰაბშია გაწევრიანებული. მეთერთმეტეკლასელი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებას.

მას სკოლაში მოიხსენიებენ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო მენეჯერს და მის წერილს გვიზიარებენ. 

„მოსწავლეთა განვითარების ჰაბში წელიწადზე მეტია, რაც გავწევრიანდი. ალბათ, რა გადაწყვეტილებაც მიმიღია, ყველაზე სწორი და წარმატებული ეს იყო. მოსწავლეთა განვითარების ჰაბში საშუალება მომეცა, წვდომა მქონოდა სხვადასხვა სახის საგანმათლებლო ღონისძიებებსა და მეტ ინფორმაციაზე. ასევე, მიმეღო არაფორმალური განათლება და, რაც მთავარია, განმევითარებინა მენეჯერული და ლიდერილი უნარ-ჩვევები. როდესაც მენეჯერი გავხდი, მოვხვდი მეგობრულ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებს შორის, რაც სამუშაოს საკმაოდ მიადვილებდა მეც და თითოეულ ჩვენგანს. მოსწავლეთა განვითარების ჰაბი არის საუკეთესო შესაძლებლობა თითოეული ახალგაზრდისათვის, განავითაროს, როგორც საკუთარი თავი, ისე სხვაც და ჩართული იყოს მის საქმიანობაში, ახალგაზრდებისათვის უკეთესი მომავალის შესაქმნელად და სხვა მიზნების მიღწევაში“, - აღნიშნავს ფინანსთა სტუდენტური სამინისტროს ახალგაზრდული საბჭოს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და საბჭოს ახალგაზრდული კომისარი მარიამ მარგველანი.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება