სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მე გარანტიას ვაძლევ - ვინც მინიმალურ ცოდნას გამოავლენს, წარდგება გასაუბრებაზე ინკლუზიურ კომისიასთან... ბარიერი იქნება უცვლელი“
16-02-2024
-
+


განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ტელევიზიით განაცხადა, რომ ორშაბათიდან 19 თებერვლიდან დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება და კონკურსი დაახლოებით 1200-მდე სკოლას შეეხება.

დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 19 თებერვალს დაიწყება - როდის გამოქვეყნდება საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები

„მე რომ დავინიშნე მინისტრად უკვე დაწყებული იყო დირექტორობის შერჩევის პროცედურები, თუმცა  დისკრეცია არ გამომიყენებია და არ დამინიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.

ახალი წესით, ნებისმიერ კანდიდატს, ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა, ჩვენი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური ადამიანი მოვიზიდოთ და საბჭოებს მივცეთ მეტი არჩევანი“;

დირექტორობის გამოცდაზე რეგისტრაცია უფასო გახდა - ვის აქვს მონაწილეობის უფლება

გიორგი ამილახვარმა ასევე განმარტა, რომ დირექტორების კონკურსის ერთი ეტაპი იქნება - მოქმედი სერტიფიკატი ვისაც აქვთ, მათ აღარ დასჭირდებათ ტესტირების ეტაპის გავლა.

მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა, რომ კონკურსი გახდა სრულიად უფასო:

„მოკლედ რომ შევაჯამო პრინციპები - პრაქტიკულად ყველას, ვისაც სურვილი და ამბიცია აქვს, ვისაც შეუძლია კვალიფიკაციის დადასტურება, კონკურსში შეეძლება მონაწილეობა.

ბარიერი იქნება უცვლელი და ვინც მას გადალახავს, ის უკვე ინკლუზიურ კომისიასთან წარდგება. მე გარანტიას ვაძლევ, ვინც მინიმალურ ცოდნას გამოავლენს, ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი კანდიდატი იქნას წარდგენილი თითო სკოლაში“.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება