სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს კვირეული მიეძღვნა
16-02-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა და მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. 

7 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით (ხელმძღვანელი: მაია არახამია) მოეწყო კვირეული, რომელსაც აქტიურად შეუერთდნენ სკოლის ეკოკლუბელები (ხელმძღვანელი: მზია ქარდავა).

კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა განახორციელეს საინტერესო აქტივობები, შექმნეს პოსტერები, პლაკატები, გამოუშვეს კედლის გაზეთი. უფროსკლასელები უმცროსკლასელებთან ერთად ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას. კლუბის წევრებმა პატარებს აუხსნეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესები, დაეხმარნენ საბავშვო წიგნების შერჩევაში, ისაუბრეს მწერლებზე, პოეტებზე, ამ დღის მნიშვნელობაზე, ხმამაღლა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, მასწავლებლის დახმარებით წარიმართა დისკუსია წაკითხულ თემებზე.

პატარებმაც წაიკითხეს ლექსები და გაიხსენეს მათი საყვარელი პერსონაჟები. 

მე-6 კლასის მოსწავლე თიკო შუკვანმა პირველკლასელებს წაუკითხა ირმა მალაციძის მოთხრობა „კუ და მორიელი“. უფროსკლასელის დახმარებით პატარებმა კარგად გაიაზრეს მოთხრობის შინაარსი. მე-9 კლასის მოსწავლე თამარ როგავამ წაიკითხა ნაწყვეტი ლეო ქიაჩელის ნოველიდან - „ჰაკი აძბას“. მე-3 კლასელებმა წაიკითხეს GPRIED მიერ მიწოდებული ლიტერატურა.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - მაია არახამიას საქართველოს წიგნის გამომცემელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორისგან სერტიფიკატი გადაეცა.

იხილეთ ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება