| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის №7 საჯარო სკოლამ მორიგი აღიარება მოიპოვა და დაიმსახურა საპატიო ტიტული - „ქუთაისის საუკეთესო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა“.
სკოლის დირექტორ ლილე ქარსელაძესა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს საზეიმოდ გადაეცათ.
გამარჯვებული გუნდის წევრები არიან - გიორგი შალამბერიძე (ლიდერი), ანასტასია მახარაძე, თეკლა გენელიძე, ანასტასია ვირსალაძე და ბარბარე ფხაკაძე.
პროექტი განხორციელდა ქუთაისის მერიის ორგანიზებითა და ქუთაისის მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ქუთაისის სკოლების თვითმმართველობათა ქსელის მხარდაჭერით.
სკოლაში მორიგი წარმატებით ხარობენ და პროექტის მესვეურთ მადლობას უხდიან.
„გამოვხატავთ ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას ქუთაისის მერიისა და პირადად ქალაქის მერის, დავით ერემეიშვილის მიმართ ახალგაზრდული ინიციატივების მუდმივი მხარდაჭერის, მოტივირებისა და ისეთი შესაძლებლობების შექმნისთვის, რაც მოსწავლეებს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ლიდერული თვისებების განვითარებაში ეხმარება.
განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ჩვენი სკოლის დირექტორს - ლილე ქარსელაძეს, რომელიც უშურველად უდგას გვერდით მოსწავლეებსა და პედაგოგებს ყველა საგანმანათლებლო თუ სამოქალაქო წამოწყებაში. მისი მხარდაჭერა და სწორი სტრატეგიული ხედვა სკოლის წარმატებისა და ჯანსაღი სასკოლო გარემოს შექმნის მთავარი გარანტია.
ასევე, დიდ მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების (მოქალაქეობის) პედაგოგს, ზაირა ტყაბლაძეს, რომლის აქტიური ჩართულობა, სწორი მიმართულების მიცემა და პროფესიონალიზმი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა გახდა ამ გამარჯვების მიღწევაში.
ეს აღიარება ჩვენი მოსწავლეთა თვითმმართველობის გუნდისა და მისი ლიდერის დაუღალავი შრომის, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და გუნდური პრინციპულობის შედეგია.
გულწრფელად ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეთა თვითმმართველობას, თითოეულ მოსწავლესა და მთლიანად სკოლის საზოგადოებას ამ აღიარებას! გისურვებთ კიდევ მრავალ საინტერესო პროექტსა და ახალ მწვერვალებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
ქუთაისის N7 სკოლაში მორიგი წარმატებით ხარობენ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ