| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“ წყალტუბოელი ახალგაზრდებისთვის იწყებს კიდევ ერთ ახალ, მასშტაბურ პროექტს - Dream4Youth.
პროექტის ფარგლებში, სკოლა „ოცნება“ წყალტუბოს მოსწავლე-ახალგაზრდობას უმასპინძლებს შეხვედრებზე, სადაც სპეციალურად მოწვეული სპიკერები - სხვადასხვა პროფესიის წარმატებული ადამიანები, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროფესიონალები ახალგაზრდებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, უკეთ გააცნობენ თავიანთ პროფესიებს, მოუყვებიან საკუთარ გზაზე და უპასუხებენ მათ შეკითხვებს.
„Dream4Youth არა მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ - მთელი წყალტუბოს მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის იქმნება. ჩვენ გვჯერა, რომ მომავალ თაობაზე ზრუნვა, მათთვის ხარისხიანი განათლების მიცემა, მათთვის გზის გაკვალვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.
Dream4Youth ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტია არა მხოლოდ თავისი შინაარსით. განსაკუთრებით ემოციურია მისი შექმნის ისტორიაც:
პროექტის იდეა უკავშირდება სკოლა „ოცნების“ პირველი გამოშვების კურსდამთავრებულის, გურამ (გუგა) კინწურაშვილის ხსოვნას, რომელიც სრულიად მოულოდნელად, ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან.
გუგას მეგობრებმა, სკოლასთან ერთად, შექმნეს ის, რითაც გუგა აუცილებლად იამაყებდა - სივრცე, სადაც ახალგაზრდები მიიღებენ მხარდაჭერას უკეთესი მომავლის შენების გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ თითოეული შეხვედრა, მოწვეული სტუმარი და რეგისტრაციის დეტალები წინასწარ დაანონსდება სკოლა „ოცნების“ Facebook გვერდზე.
შეხვედრები გაიმართება გურამ (გუგა) კინწურაშვილის სახელობის საკონფერენციო სივრცეში, სკოლა „ოცნებაში“.
„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს. Dream Youth - გააზიარე გამოცდილება, შექმენი მომავალი“,- აცხადებენ არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვიწყებთ პროექტს რწმენით, რომ ზოგჯერ ერთმა შეხვედრამაც შეიძლება ადამიანის მომავალი შეცვალოს“
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ