| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნებთან ერთად ღირებულებებს ასწავლიან, კაცთმოყვარეობისა და სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებენ და მაგალითს თავადვე აძლევენ.
ჩვეულებისამებრ, მოსწავლე-მასწავლებლები სიკეთის გარშემო გაერთიანდნენ. სკოლის ყველა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, რომლის მიზანიც ერთი იყო - სიკეთის კეთება და დახმარება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრებისა და ნივთების გაყიდვით შეგროვებული თანხა მოხმარდა მოხუცებისა და მიუსაფარი ადამიანების დახმარებას.
მეხუთე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა მთელი სკოლის სახელით მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს გადასცეს ტკბილეული და საკვები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება.
„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ერთად გაკეთებულ პატარა სიკეთესაც კი დიდი ძალა აქვს.
მოსწავლეებმა მათთან ერთად იმღერეს, იცეკვეს. სასიამოვნო და იმავდროულად ძალიან ემოციური დღე გამოვიდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან საქველმოქმედო აქციის ყველა მონაწილეს.
„სიკეთე, რომელიც ყველას გვაერთიანებს! დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს ჩართულობისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ სითბოსთვის, რომელიც ამ კეთილ საქმეში ჩადეთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ