სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები დადიანების სასახლეს ესტუმრნენ
16-02-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. 

9 თებერვალს, ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ზუგდიდის მუზეუმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში, დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმს ესტუმრნენ.

მოსწავლეები გიდის თანხლებით გაეცნენ დადიანების უნიკალურ კოლექციას, დაათვალიერეს „დედოფლისეული“ სასახლის მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, (სადაც ათასობით ხელნაწერი, იშვიათი წიგნი და ნაპოლეონ ბონაპარტის პირადი ბიბლიოთეკიდან წამოღებული ტომებიც ინახება), სახვითი ხელოვნების ნიმუშები, საიმპერატორო ჭურჭელი, ავეჯი. იხილეს მუზეუმში შემონახული იშვიათი ექსპონატი - ნაპოლეონის ნიღაბი. გიდმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრა მუზეუმის ისტორიაზე.

შემდგომ მათ გადაინაცვლეს ნიკოსეულ სასახლეში, სადაც მათთვის მოეწყო პრეზენტაცია თემაზე - დადიანების ევროპული ბაღი და ეკოლოგია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია დადიანების ევროპული ბაღის შესახებ. ასევე, ეკოლოგიის მნიშვნელობაზე, ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე, კლიმატის ცვლილებების გამომწვევ ფაქტორებზე, როგორიცაა გამონაბოლქვი, დანაგვიანება, მჟავური წვიმები, ტყის ჩეხვა და გაუდაბნოება. თუ რა დრო სჭირდება სხვადასხვა ტიპის ნარჩენების დაშლას.

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებს ჩაუტარდათ სახალისო აქტივობა, რომლის ფარგლებშიც მოზარდებმა შექმნეს პოსტერები და მოიფიქრეს სლოგანები გარემოს დაცვაზე.

„ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის უხდის მუზეუმის თანამშრომლებსა და მოსწავლეთა მშობლებს ამ ლამაზი და საინტერესო დღის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება