სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი შავსაყდრის საჯარო სკოლაში
14-02-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.

მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა 2023-2024 სასწავლო წლის 1-ელი სემესტრიც. პედაგოგ ნანა თეგაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა აღნიშნეს და საინტერესო პროექტებში ჩაერთნენ.

მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში „ეტალონი“, სადაც შესაძლებლობები წარმოაჩინეს და გამოცდილება მიიღეს. 

მათ ასევე სპორტულ შეჯიბრებაშიც გამოსცადეს თავიანთი ძალა და სპორტულ-გასართობ თამაშში - „მხიარული სტარტები“ დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მასწავლებლის როლი ძალიან დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ბავშვებმა საყვარელ პედაგოგებს ლექსები წაუკითხეს და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

სწორედ პედაგოგთა დიდი ძალისხმევით მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე სწავლობენ გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას. ამიტომ, ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ გარემოსდაცვით აქტივობაში - „გავაშენოთ ძვირფასი ხეები“. აქტივობის ფარგლებში, მათ სკოლის ეზოში ხეები დარგეს და დედამიწა „გაახარეს“.

აღნიშნულის გარდა, სკოლაში, დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების განვითარებას. შესაბამისად, 1-ელ სემესტრში მათი მონაწილეობით გაიმართა აქტივობა - „ლოგიკური აზროვნება“. გარდა ამისა, პედაგოგები ცდილობენ, ბავშვებში შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას შეუწყონ  ხელი, რის გამოც სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო.

1-ელი სემესტრში მოსწავლეები, ასევე, თემის - „თანამედროვე პოეტები“ ფარგლებში, შეხვდნენ თანამედროვე პოეტს - ლაშა გელაშვილს. მან ბავშვებს საინტერესო და მათთვის საჭირო ინფორმაციები მიაწოდა, რამაც მოსწავლეებში დადებითი ემოციები აღძრა.

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ახალი წლის დღესასწაული. 

მოსწავლე-მასწავლებლები საახალწლო სამზადისში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ბავშვებმა საკუთარი ძალებით შექმნეს საახალწლო დეკორაციები და ნივთები, რომელთა გამოფენა-გაყიდვა სკოლაში მოეწყო.

ამასთან ერთად, ისინი აქტიურად ჩაერთნენ საშობაო „ალილოს“ მსვლელობაში და საქველმოქმედო ჯგუფს „გააღიმე ბავშვი“ ესტუმრნენ.

აღნიშნული აქტივობების მეშვეობით მოსწავლეებმა ახალი უნარები შეიძინეს და საჭირო გამოცდილება მიიღეს.

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება